Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასანჟს ციხეში დარჩენა უწევს, მისი გირაოთი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო


პროკურორები აპირებენ, გაასაჩივრონ ბრიტანელი მოსამართლის გადაწყვეტილება, ორგანიზაცია ”ვიკილიკსის” დამფუძნებელ ჯულიან ასანჟის გირაოთი გათავისუფლების შესახებ. ასანჟი 7 დეკემბერს დააკავეს ლონდონში, შვედეთის მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე. ასანჟს წაყენებული აქვს საქსუალური ძალადობის ბრალდება, რომელსაც ის უარყოფს. ბრალდების მხარის წარმომადგენელმა ადვოკატმა გემა ლინდბერგმა დღეს, სასამართლოს სხდომაზე, გამოაცხადა ასანჟის გირაოთი გათავისუფლების გასაჩივრების გეგმის შესახებ ისე, რომ მიზეზები არ დაუკონკრეტებია. ამის შემდეგ მოსამართლე ჰაუარდ რიდლმა, რომელმაც მანამდე ასანჟის გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა, რომ ასანჟი წინასწარ პატიმრობაში უნდა დარჩეს, სანამ 48-საათიან პერიოდში განიხილავენ პროკურორების საჩივარს. 39 წლის ჯულიან ასანჟი ავსტრალიის მოქალაქეა. მის მიერ დაფუძნებული ”ვიკილიკსის” მიერ 250 000 საიდუმლო შეტყობინების გამოქვეყნებას - საქმე ეხება ნაწყვეტებს შეერთებული შტატების დიპლომატიური ფოსტიდან - ფართო გამოხმაურება და, ზოგ შემთხვევაში, მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.
XS
SM
MD
LG