Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს გამოძიება: კოსოვოს პრემიერი ადამიანის ორგანოებით ვაჭრობას ხელმძღვანელობდა


სერბიამ და მისმა ტრადიციულმა მოკავშირე რუსეთმა დღეს თავიანთი რეაქცია გამოხატეს ცნობის მიმართ, რომ კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ჰაშიმ ტაჩი სერბი ტყვეების ორგანოებით ვაჭრობაში იყო ჩართული. სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვუკ იერემიჩმა ამის შესახებ განაცხადა მოსკოვში, თავის კოლეგა სერგეი ლავროვთან საუბრის შემდეგ: „ეს ცნობა სიგნალია იმისთვის, რომ დადგა დრო, ცივილიზებულმა სამყარომ აღარ დახუჭოს თვალი კოსოვოს საშინელ რეალობაზე. ეს ცნობა გვიჩვენებს, რა არის კოსოვო, ვინ არიან მისი ლიდერები. ყველამ ერთად უნდა გამოვნახოთ კოსოვოს საკითხის გადაწყვეტის გზა“.
ევროპის საბჭოს გამომძიებლის, დიკ მარტის ანგარიშის თანახმად, კოსოვოს ომის დასრულების შემდეგ, 1999 წელს, „კოსოვოს განთავისუფლების არმიის“ ტყვებს ხოცავდნენ, რათა მათი თირკმელები გაეყიდათ შავ ბაზარზე. ანგარიშის ვარაუდით, კოსოვოს პრემიერ-მინისტრი, ჰაშიმ ტაჩი ერთ დროს ამ ვაჭრობის უკან მდგომი იატაკქვეშა დამნაშავეობრივი გაერთიანების „ხელმძღვანელი“ იყო. მარტის გამოძიება ეყრდნობა გაეროს ტრიბუნალის პროკურორის კარლა დელ პონტეს წიგნს. ლავროვმა განაცხადა, რომ ორგანოებით ვაჭრობა დიდი ხანია გამოვლინდა და ახალი ანგარიშით მოსკოვი „ძალიანაა შეშფოთებული“.
კოსოვოს მთავრობამ ანგარიშს უწოდა „კოსოვოს განთავისუფლების არმიისთვის სახელის შებღალვის მცდელობა".
XS
SM
MD
LG