Accessibility links

logo-print

სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა


საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული მდგომარეობის ამსახველი სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა დღეს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა. ომბუდსმენი დადებით ტენდენციად აფასებს ინფრასტრუქტურის საგრძნობლად გაუმჯობესებას, სასჯელაღსრულების ახალი დაწესებულებების აშენებას და ძველის გარემონტებას. ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ კვლავ ფუნქციონირებს დაწესებულებები, რომლებიც არანაირ განახლებას არ ექვემდებარება და იქ მყოფი პირები, მძიმე პირობებიდან გამომდინარე, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ ვითარებაში იმყოფებიან. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელთა მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა დროებითი მოთავსების იზოლატორებისგან განსხვავებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კვლავ გამოავლინა არასათანადოდ მოპყრობის შემთხვევები. სპეციალური ანგარიშის თანახმად, პრობლემად რჩება დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტება, კონკრეტული ფაქტების გამოძიება კი, კვლავ არასათანადოდ მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG