Accessibility links

დევნილებმა კვლავ გამართეს საპროტესტო აქცია თბილისის საკრებულოსთან


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებმა საპროტესტო აქცია დღეს კვლავ გამართეს თბილისის საკრებულოსთან. ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვენ სახელმწიფოს კუთვნილი შენობებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლების ახალი პროცესის შეჩერებას და საცხოვრებელი ფართების დაკანონებას. დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილის, დავით მალაზონიას ,განცხადებით, დევნილებმა უკვე მიიღეს 30 ობიექტიდან გამოსახლების გაფრთხილება, რომლის თანახმად, ამჟამინდელი საცხოვრებლები 10 დღეში უნდა დატოვონ. მალაზონიას თქმით, დასახელებულ ობიექტებში ცხოვრობს 5 ათასამდე ადამიანი, რომელთა გადასახლებას მთავრობა წალენჯიხისა და აბაშის რაიონებში აპირებს, რასაც დევნილები სოციალური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების საფრთხის გამო ეწინააღმდეგებიან.
XS
SM
MD
LG