Accessibility links

logo-print

ჟენევაში საქართველოს სამთავრობო დელეგაცია გაემგზავრა


საქართველოს სამთავრობო დელეგაცია გაემგზავრა ჟენევაში, სადაც ხვალ გაიმართება ამიერკავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის მე-14 რაუნდი. თბილისიდან გამგზავრებამდე დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხვალინდელი შეხვედრისას უშუალოდ რუსეთის და მის მიერ აღიარებული სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლებისგან გაირკვევა, თუ რა რეაქცია აქვთ საქართველოს პრეზიდენტის ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე. უტიაშვილის თქმით, თბილისის დელეგაცია უსაფრთხოების და სხვა აქტუალური პრობლემების განხილვის გარდა, აპირებს რუს დიპლომატებს გადასცეს მასალები, რომლებიც საქართველოში შემოდგომაზე მომხდარ აფეთქებებში რუსი ოფიცრის ბორისოვის მონაწილეობას შეეხება.
XS
SM
MD
LG