Accessibility links

logo-print

ხუთშაბათს ბრიტანეთის სასამართლო ვიკილიკსის დამფუძნებლის განთავისუფლების მართებულობის საკითხს განიხილავს


ბრიტანეთის სასამართლო ხუთშაბათს განიხილავს პროკურატურის მოთხოვნას, რომელიც არ ეთანხმება ვიკილიკსის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის გირაოთი განთავისუფლებას. ასანჟის დაკითხვა შვედეთის მართლმსაჯულებას სურს სექსუალურ დანაშაულში ეჭვის გამო. ასანჟი განთავისუფლება ბრიტანეთის სასამართლომ 316 ათასი დოლარის სანაცვლოდ გუშინ გადაწყვიტა. შვედეთის ხელისუფლება არ დაეთანხმა გადაწყვეტილებას. შვედეთის მოთხოვნას სასამართლო განიხილავს ხუთშაბათს. მანამდე ასანჟი საპატიმროში დარჩება. ასანჟმა და მისმა დამცველებმა განაცხადეს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება პოლიტიკურადაა მოიტივირებული და მის დისკრედიტაციას ემსახურება, რადგან ვიკილიკსმა აშშ-ისი საიდუმლო დიპლომატიური მასალები გამოაქვეყნა.
XS
SM
MD
LG