Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას 39 ადამიანი ემსხვერპლა


ირანის მედიის ცნობით, ათეულობით ადამიანი დაიხოცა ირანის სამხრეთში, შიიტურ მეჩეთთან თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. ტერაქტი განხორციელდა ქვეყნის სამხრეთში, სისთან-ბელუჩისტანის პროვინციაში, პაკისტანის საზღვართან, ქალაქ ჩაჰბაჰარში, იმამ ჰუსეინის მეჩეთთან. თავდასხმა მოხდა მაშინ, როცა შიიტები, იმამ ჰუსეინის, შიიტთათვის მნიშვნელოვანი წმინდანის, სიკვდილის დღეს აღნიშნავდნენ. მომხდარისთვის პასუხიმგებლობა იკისრა არეალში მოქმედებმა სუნიტ ექსტრემისტთა გაერთიანება, „ჯუნდალაჰმა“ – „ღვთის მეომრებმა,“რომელიც სუნიტური უმცირესობის ვითომდა დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძვის და ხანგამოშვებით თავდასხმებს აწყობს.
XS
SM
MD
LG