Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის პრემია კუბელ დისიდენტს მიენიჭა


ევროპის პარლამენტმა დღეს თავისი უმაღლესი პრემია უფლებადაცვის სფეროში დაუსწრებლად მიანიჭა კუბელ დისიდენტს, გიერმო ფარინასს, რომელსაც კუბის მთავრობამ არ დართო ნება ჩასულიყო სტრასბურგში. ცერემონიის წინ, ფარინანსმა კუბაში განაცხადა, რომ მგზავრობის აკრძალვა არ შეუშლის მას და სხვა აქტივისტებს განაგრძონ უფლებებისთვის ბრძოლა. ითვლება, რომ ფარინასის ხანგძლივმა შიმშილობამ პოლიტიკური პატიმრების ტანჯვის მიმართ პროტესტის ნიშნად, აიძულა კუბის მთავრობა, წელს, ციხიდან გაეშვა 52 პატიმარი. ამ შეთანხმებაში შუამავალი კათოლიკური ეკლესია იყო.
XS
SM
MD
LG