Accessibility links

logo-print

ერაყის ოფიციალური პირები: „ალ ყაიდა შობის პერიოდში ევროპასა და აშშ-ში ტერაქტებს გეგმავდა“


ერაყის ორი ოფიციალოური პირის თანახმად, მათ დაკითხული მეამბოხეებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ალ ყაიდა გეგმავს თვითმკვლელთა თავდასხმებს აშშ-ში და ევროპაში შობის პერიოდში. ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჯავად ალ-ბოლანის თქმით, სტოკჰოლმში გასულ კვირაში გამოვლენილი თავდასხმის მცდელობა ნაწილია გეგმისა, რომელიც დაკავებულებმა გაამხილეს. ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოშიარ ზებარიმ, ნიუ იორკში განაცხადა, რომ ინფორმაცია „მნიშვნელოვანი საფრთხეა“. ორივე პირმა განაცხადა, რომ ერაყმა საფრთხის შესახებ აცნობა ინტერპოლს, ასევე აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ხელისუფლებას. ევროპის რომელ ქვეყნებზეა ლაპარაკი, მათ არ დაუზუსტებიათ.
XS
SM
MD
LG