Accessibility links

logo-print

გაისად თბილისი ახალგაზრდა მორაგბეთა "მსოფლიო ალაფას" უმასპინძლებს


საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე

მომავალი წლის მაის-ივნისში თბილისი უმასპინძლებს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს - ე.წ. „მსოფლიო რაგბის ალაფას“. ასეთი გადაწყვიტილება მიიღო რაგბის საერთაშორისო საბჭომ - IRB-მ.

IRB-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე კმაყოფილებას გამოთქვამს თბილისის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების გამო და მადლობას უხდის საქართველოს რაგბის კავშირსა და ქვეყნის მთავრობას იმ დიდი ძალისხმევისა და ზრუნვისთვის, რასაც ისინი რაგბის განვითარების საქმეში იჩენენ.

ჩვენი გადაცემის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ტელეფონით დავუკავშირდით საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს, გიორგი ნიჟარაძეს და ვთხოვეთ, IRB-ის გადაწყვეტილების თაობაზე კომენტარი გაეკეთებინა.
XS
SM
MD
LG