Accessibility links

logo-print

მოსკოვში მილიციამ 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, ეთნიკური დაპირისპირების განსამუხტად


მოსკოვში მილიციამ 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებების აღსაკვეთად. ასეთი შეტაკებების საფრთხე მოჰყვა მოსკოვში ფეხბურთის გულშემატკივრის მოკვლით გამოწვეულ დაძაბულობას. მოსკოვის მილიციის პრესმდივნის განცხადებით, დაკავებულების დიდი ნაწილი აიყვანეს კიევის კრინიგზის სადგურთან, სადაც სპეცდანიშნულების შენაერთის 1000-ზე მეტი წევრი იყო განთავსებული, ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკების მოლოდინში. მაინც გავრცელდა ცნობები შეხლა-შემოხლაზე კიევის სადუგრთან, სადაც კავკასიელი მოვაჭრეები იმყოფებიან ხოლმე. მილიციამ დააკავა ახალგაზრდები, რომლებიც რასისტული ლოზუნგებით გამოდიოდნენ. ინფორმაცია კიევის სადგურთან დაგეგმილი დაპირისპირების შესახებ ინტერნეტში გავრცელდა მას შემდეგ, რაც გასული კვირის მიწურულს კრელმთან გაიმართა ფეხბურთის 5000-მდე გულშემატკივრისა და ულტრამემარჯვენეების საპროტესტო აქცია.
XS
SM
MD
LG