Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ გააუქმა ერაყის შესახებ რეზოლუციების უმრავლესობა


გაეროს უშიშროების საბჭომ დღეს გააუქმა ერაყის წინააღმდეგ სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს მიღებული რეზოლუციების უმრავლესობა. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც უშიშროების საბჭოს სხდომას უძღვებოდა, განაცხადა, რომ ერაყი ინტეგრირებულია რეგიონში. "უშიშროების საბჭო მიესალმება ერაყის რეინტეგრაციას რეგიონში და მოუწოდებს ერაყსა და რეგიონის ყველა სახელმწიფოს, გააღრმავონ და გააფართოვონ ერთმანეთთან ურთიერთობა და ის წარმართონ პარტნიორობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით“, განაცხადა ბაიდენმა. ერთ-ერთი რეზოლუციით, რომელიც გაუქმდა, 1980 წელს იყო შემოღებული ემბარგო ერაყისთვის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაზე. გაუქმდა ამ ემბარგოთი გათვალისწინებული აკრძალვების ნაწილი, ზოგი კი ძალაში დარჩა. ამას გარდა, გაეროს უშიშროების საბჭომ ბაღდადს გადასცა ერაყის განვითარების ფონდის მართვა, რასაც აქამდე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები ახორციელებდნენ. დღესვე მიღებული გადაწყვეტილებით, მოქმედება შეწყვიტა პროგრამამ „ნავთობი სურსათის სანაცვლოდ“, რომელიც 90-ან წლებში შეიქმნა ერაყელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად. გაეროს უშიშროების საბჭოს კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, ერაყს უფლება მიეცა, ჰქონდეს სამოქალაქო ბირთვული პროგრამა.
XS
SM
MD
LG