Accessibility links

მოსკოვში მილიციამ 1300-ზე მეტი პირი დააკავა


ოთხშაბათს მოსკოვში დააკავეს 1300-ზე მეტი პირი, ვინც სამართალდამცავთა ცნობით, არეულობის მოწყობას ცდილობდა. ”ინტერფაქსის” ინფორმაციით, მილიციელები ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ მასობრივი შეტაკებები კავკასიელებსა და რადიკალურად განწყობილ ახალგაზრდებს შორის. ვითარება განსაკუთრებით დაძაბული იყო კიევის სადგურთან მდებარე მოედანზე, სადაც ოთხშაბათს საღამოს 7 ათასამდე ადამიანმა მოიყარა თავი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულებს 16 ტრავმატული პისტოლეტი, 200-ზე მეტი დანა, ბეისბოლის ჯოხი, ელექტროშოკის მოწყობილობა და სხვა საშიში ნივთი ჩამოართვეს.
XS
SM
MD
LG