Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონის ფინანსურ პრობლემებს ბრიუსელში სამიტზე განიხილავენ


ბრიუსელში დღეს იხსნება ევროკავშირის ორდღიანი სამიტი. მთავარი განსახილველი საკითხი ევროზონის ქვეყნების ფინანსური პრობლემებია. ვალების კრიზისის გამო დღეს ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებას იღებს საბერძნეთი, კრიზისი შეეხო ირლანდიას და შიშობენ, რომ ის ესპანეთსა და პორტუგალიაზეც გავრცელდება, სადაც უკვე სერიოზული სირთულეებია. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სამიტის წინ გამოთქვა რწმენა ევროს სიმყარესა და ევროკავშირის უნარში, რომ ის შეძლებს თავისი წევრების დახმარებას.
XS
SM
MD
LG