Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯულიან ასანჟის გირაოთი გათავისუფლების საკითხს დღეს ბრიტანეთის უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს


შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან დღეს პროცესს, რომელიც დიდი ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოში გაიმართება და გადაწყვეტს ”ვიკილიკსის” დაფუძნებლის ჯულიან ასანჟის გირაოთი გათავისუფლების საკითხს. შვედეთი ასანჟის ექსტრადიციას ითხოვს და შეეცდება შეაფერხოს მისი პატიმრობიდან გათავისუფლება. ჯულიან ასანჟის 200 000 გირვანქა სტერლინგის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სამშაბათს რაიონის მოსამართლემ მიიღო, თუმცა, ასანჟი ციხეში დააბრუნეს, რადგან შვედმა ბრალმდებლებმა განაცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ.
XS
SM
MD
LG