Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატში ”სტარტის” ხელშეკრულებაზე ოფიციალური დებატები იწყება


აშშ-ის სენატი დღეს აპირებს დაიწყოს ოფიციალური დებატები რუსეთთან ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ დადებულ ხელშეკრულებაზე. ოთხშაბათს სენატმა 66 ხმით 32-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა სტრატეგიული იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულების - ”სტარტის” რატიფიკაციის პროცესის დაწყებას. პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამ ხელშეკრულების რატიფიკაციას უმთავრეს პრიორიტეტად ასახელებს. თუმცა, რესპუბლიკელებს აშფოთებთ ის, რომ ამ ხელშეკრულების ამოქმედება აშშ-ის სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობებს შეზღუდავს.
XS
SM
MD
LG