Accessibility links

logo-print

პუტინი საჭიროდ მიიჩნევს მკაცრ ზომებს ექსტრემიზმის წინააღმდეგ


რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთში ექსტრემიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად მკაცრ ზომებს უნდა მიმართონ. როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთის მოქალაქეები თავს კომფორტულად უნდა გრძნობდნენ ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში. ასე უპასუხა მან შეკითხვას, რომელიც მოსკოვში ბოლოდროინდელ არეულობებს ეხებოდა და რომელიც პერმიერ-მინისტრს დაუსვეს საგანგებო ტელეპროგრამაში „საუბარი ვლადიმირ პუტინთან. გაგრძელება“. პროგრამა პირდაპირ ეთერში კითხვა-პასუხის რეჟიმს გულისხმობს. რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, მოსკოვში არეულობებთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის 22 საქმე. საგამოძიებო კომიტეტში გაგზავნილია მასალები „მასობრივი არეულობებისა“ და „ეროვნული სიძულვილის გაღვივების“ მუხლებით.
XS
SM
MD
LG