Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია 2011 წელს ავღანეთიდან თავისი კონტინგენტის გაყვანას დაიწყებს


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ დღეს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ გერმანია მომავალი წლის ბოლოს დაიწყებს ავღანეთიდან სამხედრო მოსამსახურეების გაყვანას და ეს პროცესი 2014 წელს დასრულდება. მის გამოსვლას ხანგრძლივი ტაში მოჰყვა. გერმანია 4 500-მდე სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი ავღანეთში, რაც მრავალეროვან ჯარებში სიდიდით მესამე კონტინგენტია.
XS
SM
MD
LG