Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში იწყება ევროკავშირის ორდღიანი სამიტი


ბრიუსელში იწყება ევროკავშირის ორდღიანი სამიტი, რომლის მთავარ თემადაც ევროზონის ზოგი ქვეყნის ფინანსური პრობლემები სახელდება. გარდა საბერძნეთისა, რომელმაც უკვე მიიღო ფინანსური დახმარება ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან, და ირლანდიისა, რომლის პარლამენტმაც გუშინ დაამტკიცა ასეთი დახმარების მიღების გეგმა, სერიოზული სირთულეების წინაშე დგანან ესპანეთი და პორტუგალია. გერმანიის კანცლერმა ანგელმა მერკელმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე გამოთქვა რწმენა, რომ ევრო მყარი ვალუტაა და ევროკავშირი შეძლებს, საჭიროების შემთხვევაში, მასში შემავალ ნებისმიერ სახელმწიფოს დაეხმაროს.
XS
SM
MD
LG