Accessibility links

პუტინი ხოდორკოვსკის შესახებ: „ქურდი ციხეში უნდა იჯდეს“


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა, მისთვის მიხაილ ხოდორკოვსკის შესახებ პირდაპირ ეთერში დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ „ქურდი ციხეში უნდა იჯდეს“. ხოდორკოვსი იხდის რვაწლიან პატიმრობას, რომელიც მას, ბევრის შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესის საფუძველზე მიუსაჯეს. ახლა ის მორიგ განაჩენს ელოდება, ფულის გაფლანგვაში ბრალდების საფუძველზე. პუტინს ხოდორკოვსკის შესახებ შეკითხვა დაუსვეს ტელეპროგრამაში „საუბარი ვლადიმირ პუტინთან. გაგრძელება“. ეს ყოველწლიური პროგრამა პირდაპირ ეთერში კითხვა-პასუხის რეჟიმს გულისხმობს. პუტინის მიმართვა დაიწყო ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოსვლაზე საუბრით. იქვე პრემიერ-მინისტრმა, ბოლოდროინდელ ეთნიკურ დაპირისპირებებთან დაკავშირებით, სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, მკაცრ ზომებს მიმართონ ექსტრემისტების წინააღმდეგ. გუშინ მილიციამ 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავა ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებებთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG