Accessibility links

logo-print

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანს წერილი გაუგზავნა


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა გაეროს მოუწოდა, ხელი შეუწყოს განმტკიცებას თბილისის და სოხუმის ურთიერთვალდებულებებისა, რომელიც ძალის გამოუყენებლობასა და აგრესიაზე უარის თქმას შეეხება. გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნისთვის გაგზავნილ წერილში სერგეი ბაღაფში აღნიშნავს, რომ აფხაზეთი მხარს უჭერს დაწყებას პროცესისა, რომელიც უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალ სისტემას შექმნის და მიმართული იქნება ორი სახელმწიფოს სტაბილურად მშვიდობიანი მეზობლობისკენ. ბაღაფშის წერილში ნათქვამია ისიც, რომ აფხაზეთის სტრატეგიული პარტნიორი რუსეთი უსაფრთხოების და თბილისსა და სოხუმს შორის სამხედრო მოქმედებათა განუახლებლობის გარანტად რჩება.
XS
SM
MD
LG