Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიის მე-14 რაუნდი მიმდინარეობს


ჟენევაში მიმდინარეობს ამიერკავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის მე-14 რაუნდი. ის პირველია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტსა და ეუთოში გამოსვლისას განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საქართველო ძალას არასდროს გამოიყენებს. დისკუსიის განახლებამდე რუსეთის და მის მიერ აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თბილისმა ძალის გამოუყენებლობის ინიციატივა იურიდიულ დოკუმენტად უნდა აქციოს. ჟენევის დისკუსიის მე-14 რაუნდისას განიხილება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსული სამხედრო ძალის გაზრდისა და ახალგორელებისთვის საკუთრების ჩამორთმევის პრობლემებიც.
XS
SM
MD
LG