Accessibility links

logo-print

თბილისი ტერაქტების გამოძიების გამო სამართლებრივი დახმარებისთვის მოსკოვს მიმართავს


საქართველოს მთავრობა ქვეყანაში შემოდგომაზე მომხდარი ტერაქტების გამო, სამართლებრივი დახმარებისთვის რუსეთს მიმართავს. თბილისში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, განაცხადა, რომ სამინისტრომ შვეიცარიის დახმარებით რუსეთს გადასცა გამოძიების მასალები და ოფიციალური ნოტა, უშუამდგომლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რუსეთის გენერალურ პროკურატურასთან. თბილისი მოსკოვს სთხოვს დახმარებას ამჟამად აფხაზეტში მყოფი საქართველოს ორი მოქალაქის დასაკავებლად. ქვეყნის მთავრობა ასევე სთხოვს რუსეთს, დააკავოს ბრალდებული ევგენი ბორისოვი და მის დაკითხვას ქართველი სამართალდამცავები დაასწროს. საგარეო საქმეთა სამინისტროს იმედი აქვს, რომ რუსეთი საქართველოს მიმართვას შესაბამისად შეაფასებს და მასთან კონსტრუქციულად ითანამშრომლებს.
XS
SM
MD
LG