Accessibility links

logo-print

პაკისტანში შვიდი ექსტრემისტი დაიღუპა, სავარაუდოდ, აშშ-ის სარაკეტო იერიშის შედეგად


პაკისტანში შვიდი ექსტრემისტი დაიღუპა, სავარაუდოდ, აშშ-ის სარაკეტო თავდასხმის შედეგად. თავდასხმა განხორციელდა ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში, ავღანეთის საზღვრის მახლობლად და, პაკისტანის დაზვერვის უწყების წარმომადგენლების განცხადებით, მიმართული იყო ავტომანქანის წინააღმდეგ. პაკისტანის სასაზღვრო რეგიონებში წელს 100-ზე მეტი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა - უმეტესწილად ჩრდილოეთ ვაზირისტანში, სადაც ძლიერი პოზიცია აქვთ თალიბანსა და ალ ყაიდას. ისინი პაკისტანიდან ამზადებენ თავდასხმებს საზღვრის მეორე მხარეს, ავღანეთში შეერთებული შტატებისა და ნატოს ჯარების წინააღმდეგ საბრძოლველად.
XS
SM
MD
LG