Accessibility links

logo-print

ქართული მხარე იმედგაცრუებულია ჟენევის მოლაპარაკებებით


16 დეკემბერს პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა საერთაშორისო დისკუსიების მე-14 რაუნდი, რომელზე განსახილველ უმთავრეს საკითხად ძალის გამოუყენებლობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების საკითხი სახელდებოდა. საქართველოს დლეგაციის წევრმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ არაკონსტრუქციული და ცინიკური უწოდა რუსეთის პოზიციას. თუმცა, ქართულ მხარეს ”იმედგაცრუებისა და შეშფოთების” შეგრძნებები დაუტოვა, საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების არამტკიცე მიდგომებსაც. „ჩვენ ვისმენთ ცინიკურ განცხადებებს, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი საერთოდ არ არსებობს. როდესაც ასეთი განცხადებები გვესმის რუსეთის ფედერაცისი მხრიდან, ეს შეშფოთების საგანია ყველასთვის და რეაქცია თანათავმჯდომარეების მხრიდან ამაზე უნდა იყოს უფრო მყარი და მკაფიო. ჩვენ არ დაგვიმალავს ჩვენი იმედგაცრუება ამასთან დაკავშირებით,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ჟენევის დისკუსიის მე-14 რაუნდისას განიხილებოდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსული სამხედრო ძალის გაზრდისა და ახალგორელებისთვის საკუთრების ჩამორთმევის პრობლემებიც.
XS
SM
MD
LG