Accessibility links

ვიკილიკსს არ დაურღვევია ავსტრალიის კანონები, აშშ-ის საიდუმლო დიპლომატიური შეტყობინებების გამოქვეყნებით


ავსტრალიის პოლიციის განცხადებით, ვიკილიკსს არ დაურღვევია ავსტრალიიის კანონები, ამერიკელი დიპლომატების საიდუმლო შეტყობინებების გამოქვეყნებით. ავსტრალიის პოლიციას ვიკილიკსის საქმიანობის გამოძიება იმის გამო დაევალა, რომ ვიკილიკსის დამფუძნებელი, ჯულიან ასანჟი ავსტრალიის მოქალაქეა. ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯულია გილარდმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე „უკიდურესად უპასუხისმგებლო“ ნაბიჯი უწოდა შეერთებული შტატების დიპლომატიური ფოსტის ნაწილის გამოქვეყნებას. „ვიცი, რომ არის ხალხი, ვინც ვიკილიკსის თაყვანისმცემელია. ნება მიბოძეთ, ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ მე მათ არ მივეკუთვნები! ეს არის, ჩემი აზრით, უკიდურესად უპასუხისმგებლო ამბავი“, განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა. ჯულიან ასანჟი თავდებით გაათავისუფლა სასამართლომ ლონდონში. მანამდე ასანჟი დააკავეს შვედეთის მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე, სექსუალურ ძალადობაში მისთვის წაყენებული ბრალდების გამო.
XS
SM
MD
LG