Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი „მიუღებელს“ უწოდებს რუსეთის ანგარიშს ავიაკატასტროფის შესახებ


პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დღეს „მიუღებელი“ უწოდა რუსეთის ანგარიშს ავიაკატასტროფაზე, რომელმაც პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტის სიცოცხლე შეიწირა. ლეხ კაჩინსკი მეუღლესთან და პოლონეთის პოლიტიკური, სამხედრო და რელიგიური ელიტის კიდევ 94 წარმომადგენელთან ერთად დაიღუპა წელს, 10 აპრილს, რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში. რამდენიმეთვიანი გამოძიების შემდეგ, რუსეთმა პოლონეთს გადასცა ანგარიში ავარიასთან დაკავშირებულ გარემოებებზე. ანგარიში საჯაროდ არ გამოქვეყნებულა. დონალდ ტუსკს დღეს დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ განაცხადა, რომ ანგარიში სრულად არ აკმაყოფილებს ჩიკაგოს კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს - ეს კონვენცია არეგულირებს ავიაკატასტროფების გამოძიების პროცესს.
XS
SM
MD
LG