Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში სამი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, სავარაუდოდ, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავებით


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 20-ზე მეტი სავარაუდო ექსტრემისტი დაიღუპა ამერიკელი სამხედროების სამი სარაკეტო იერიშის შედეგად. სამივე იერიში უპილოტო თვითმფრინავებით განხორციელდა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე, ავღანეთის მოსაზღვრე ხიბერის რაიონში. დღეს ორი საჰაერო დარტყმის შედეგად 15 სავარაუდო ექსტრემისტი დაიღუპა, ხუთშაბათს კი შვიდი. შეერთებულმა შტატებმა წელს გაახშირა უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმები პაკისტანში, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ეს თავდასხმები ეწყობა ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში, სადაც ძლიერი პოზიციები აქვთ ალ-ყაიდას და თალიბანს. ხიბერში თავდასხმები კი უჩვეულოდ არის მიჩნეული.
XS
SM
MD
LG