Accessibility links

logo-print

დაკავებულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორი თანამშრომელი


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მექრთამეობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ბრალდებით, დაკავებულნი არიან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე და ამავე სააგენტოს ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ბაღათურია. მთავარი პროკურატურის ცნობით, ხაჩიძე და ბაღათურია რეალურად მათ მიერვე შექმნილ კომპანიებს უკანონოდ ანიჭებდნენ ტყით სარგებლობის უფლებას, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტი 2 მილიონ 700 ათასი ლარით დააზარალა.
XS
SM
MD
LG