Accessibility links

logo-print

რუსეთი საქართველოს არაკონსტრუქციულობაში ადანაშაულებს


ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მე-14 რაუნდის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული კომენტარის თანახმად, ”საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტების განცხადებებმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ახალი გარემო შექმნა, თუმცა, უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი ამ პროცესის განვითარებას ჟენევაში ხელი შეუშალა თბილისის წარმომადგენელთა არაკონსტრუქციულმა პოზიციამ”. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველო, რომლის მიერ იგნორირებულია მეზობლების პოზიცია, უარს ამბობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პატივისცემასა და მათთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე. შეგახსენებთ, რომ ჟენევის დისკუსიის დასრულების შემდეგ, არაკონსტრუქციულობაში სწორედ რუსეთი დაადანაშაულა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ.
XS
SM
MD
LG