Accessibility links

logo-print

ბრიუსელში დასრულდა ევროკავშირის სამიტი


ბრიუსელში დასრულდა ევროკავშირის ორდღიანი სამიტი, რომლის მონაწილეებმაც დადებითად შეაფასეს პროგრესი სტრატეგიულ პარტნიორებთან - შეერთებულ შტატებთან, ჩინეთთან და ინდოეთთან ურთიერთობაში. ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ განაცხადა, რომ 27-წევრიანი ბლოკი „არის არა მარტო ეკონომიკური კავშირი და სავაჭრო ბლოკი, არამედ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პარტნიორიც“. სამიტის მონაწილეები ხუთშაბათს შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება დახმარების მუდმივმოქმედი მექანიზი ევროკავშირის წევრებისთვის, რომელთა დავალიანების პრობლემაც საფრთხეს უქმნის ევროზონის სტაბილურობას. ევროპის სტაბილურობის მექანიზმი შეიქმნება 2013 წელს და ჩაენაცვლება დახმარების ამჟამინდელ, დროებით ფონდს, რომელიც წელს ჩამოაყალიბა ევროკავშირმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად. ამ ფონდიდან დახმარება უკვე მიიღეს საბერძნეთმა და ირლანდიამ. ახლა კი შიშობენ, რომ დახმარება შესაძლოა, პორტუგალიას და ესპნეთსაც დასჭირდეთ. ევროკავშირის სამიტზე შეკრებილებმა დაადასტურეს, რომ „ყველა საჭირო ზომას მიმართავენ“ ევროს სტაბილურობის დასაცავად.
XS
SM
MD
LG