Accessibility links

პაკისტანში 25-ზე მეტი სავარაუდო ექსტრემისტი დაიღუპა საჰაერო იერიშების შედეგად


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სულ ცოტა, 25 სავარაუდო ექსტრემისტი დაიღუპა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ხიბერის რეგიონში ამერიკელი სამხედროების მიერ განხორციელებული სამი სარაკეტო იერიშის შედეგად. ხუთშაბათს ამავე რეგიონში 7 სავარაუდო ექსტრემისტი მოკლეს, უპილოტო თვითმფრინავის იერიშისას. ხიბერის რეგიონში მთავარი დასაყრდენი აქვს გასამხედროებულ ჯგუფ "ლაშკარ-ე-ისლამის", რომელიც თალიბანის მოკავშირეა. ხიბერზე გადის მარშრუტი, რომელსაც ავღანეთში ნატოს ჯარების მოსამარაგებლად იყენებენ. პაკისტანის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, დღევანდელი საჰაერო დარტყმები, როგორც ჩანს, "ლაშკარ-ე-ისლამის" სარდლების წინააღმდეგ იყო მიმართული.
XS
SM
MD
LG