Accessibility links

logo-print

საქართველოსა და რუსეთს ეწვევა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე, დიკ მარტი, 20-21 დეკემბერს მოსკოვსა და თბილისს ეწვევა, რათა მოაგროვოს ინფორმაცია საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ შექმნილ ვითარებაზე საპარლამენტო ასამბლეაში მსჯელობის მოახლოებასთან დაკავშირებით. დიკ მარტი 20 დეკემბერს მოსკოვში შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის წევრებს. მომდევნო დღეს კი მოლაპარაკებებს გამართავს თბილსში - შეხვდება ვიცე-პრემიერ ეკა ტყეშელაშვილსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებს.
XS
SM
MD
LG