Accessibility links

logo-print

შვეიცარია მოწოდებით გამოდის, გამოიძიონ კოსოვოელთ მიმართ ორგანოებით ვაჭრობის ბრალდება


შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოწოდებით გამოვიდა, დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება ბრალდების თაობაზე, რომ კოსოვოელი ალბანელი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლები დატყვევებული სერბების ორგანოებს ყიდდნენ. სამინისტრო მოუწოდებს შესაბამის ქვეყნებს და კერძოდ, კოსოვოს, გაარკვიოს ბრალდება. ევროპის საბჭოს გამომძიებლის, დიკ მარტის დასკვნით, კოსოვოს ახლანდელი პრემიერი ჰაშიმ ტაჩი და კოსოვოს განთავისუფლების არმიის მებრძოლები ორგანოებით ვაჭრობაში იყვნენ ჩართული.
XS
SM
MD
LG