Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით კაკულია: „ქართველ სამხედროებს კოალიციური სარდლობა მაღალ შეფასებას აძლევს“


სამხედრო კორესპონდენტი დავით კაკულია
სამხედრო კორესპონდენტი დავით კაკულია
ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მოქმედი ქართული ქვედანაყოფის საქმიანობა, როგორც იქნა, ფართო საზოგადოებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდლობამ რამდენიმე ქართველ ტელეჟურნალისტს შესაძლებლობა მისცა ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში მოქმედი ქართული ქვედანაყოფის საქმიანობას გასცნობოდა. სექტემბერში სწორედ ამ რეგიონში დაიღუპა 5 ქართველი სამხედრო მოსამსახურე, 12 კი დაიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებში მეამბოხეთა მხრიდან ინტენსიურმა წინააღმდეგობამ იკლო, ჰელმანდის პროვინცია კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო რეგიონად ავღანეთში. ამაში საკუთარი თვალით დარწმუნდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სამხედრო კორესპონდენტი დავით კაკულია, რომელმაც საკუთარი შთაბეჭდილებები რადიო თავისუფლებას ტელეფონით გაუზიარა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG