Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი შესაძლოა საპარლამენტო არჩევნებზე პარტიული სიის სათავეში იყოს


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, უარი თქვა გამოერიცხა შესაძლებლობა, რომ მომავალ წელს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში თავისი პარტიის - „ედინაია რასიას“ - სიის პირველი ნომერი იქნება. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, „რია ნოვოსტის“ ცნობით, პუტინმა ამაზე სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში ისაუბრა. მომავალი წლის არჩევნებს ბევრი 2012 წელს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ერთგვარ რეპეტიციად აღიქვამს. გავრცელებული ვარაუდით, 2012 წელს შესაძლოა პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნება პუტინმა ისურვოს. პუტინს და მის პროტეჟეს, ამჟამინდელ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს ნათქვამი აქვთ, რომ მოილაპარაკებენ, ვინ იბრძოლებს პრეზიდენტის სავარძლისთვის - რათა არჩევნებში ერთმანეთის კონკურენტები არ გახდნენ.
XS
SM
MD
LG