Accessibility links

ჩინეთი და პაკისტანი 20 მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმებებს აფორმებენ


ჩინეთმა და პაკისტანმა დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმებები გააფორმეს, პაკისტანში ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ვენ ძიაბაოს მიმდინარე ვიზიტის დროს. პაკისტანის ინფორმაციის მინისტრის თქმით, ორმა ქვეყანამ სულ 13 ურთიერთგაგების შეთანხმება და მემორანდუმი გააფორმა და ეს დოკუმენტები ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორებიცაა ენერგეტიკა, რკინიგზა, რეკონსტრუქცია, სოფლის მეურნეობა და კულტურა. დღეს უფრო გვიან ვენ ძიაბაო შეხვდება პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის, მონაწილეობას მიიღებს ბიზნეს-სამიტში და ისლამაბადში ჩინეთის კულტურულ ცენტრს გახსნის. კვირას კი ის პაკისტანის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვა. ვენ ძიაბაო პაკისტანს კვირასვე დატოვებს.
XS
SM
MD
LG