Accessibility links

logo-print

ობამა სენატს მოსკოვთან ხელშეკრულების რატიფიკაციისკენ მოუწოდებს


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა სენატს მოუწოდებს, წლის ბოლომდე მოახდინოს რუსეთთან ბირთვული იარაღის შემცირებაზე ხელშეკრულების - ახალი START-ის - რატიფიკაცია. ყოველკვირეულ რადიოგამოსვლაში ობამამ განაცხადა „ახალი ხელშეკრულების გარეშე, არსებობს საფრთხე, რომ პროგრესი, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობაში მივაღწიეთ, დაიკარგებაო“. ახალ ხელშეკრულებას ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა პრაღაში, აპრილში მოაწერეს ხელი. ეს ხელშეკრულება ორივე ქვეყანას ქობინების მაქსიმალურ რაოდენობად 1,550-ს უწესებს. ხელშეკრულებას რატიფიკაცია რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაშიც ესაჭიროება.
XS
SM
MD
LG