Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილთა გამოსახლების პროცესი დროებით შეჩერდება


ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის“ თანახმად, ამჟამინდელი საცხოვრებლებიდან დევნილთა გამოსახლების პროცესი რამდენიმე კვირით შეჩერდება. სააგენტოს ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება თავად იძულებით გადაადგილებულ პირთა თხოვნის საფუძველზე იქნა მიღებული. გუშინ თბილისში, პარლამენტის შენობასთან თბილისში მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს და გამოსახლების პროცესის შეწყვეტა მოითხოვეს. ისინი აცხადებდნენ, რომ სამინისტრო მათგან 20 დეკემბრამდე მოითხოვდა დროებითი საცხოვრებლების დაცლას. აქციის მონაწილენი სამინისტროს მიერ სამეგრელოს რეგიონში შეთავაზებულ ადგილებში გადასახლებას ეწინააღმდეგებოდნენ და მიზეზად ელემენტარული საარსებო წყაროს გარეშე დარჩენის საფრთხეს ასახელებდნენ.
XS
SM
MD
LG