Accessibility links

logo-print

ეთნიკური დაპირისპირების აღსაკვეთად მოსკოვში ათობით პირი დააკავეს


მოსკოვის პოლიციის ცნობით, მათ დღეს ათობით პირი დააკავეს, რათა რუს და კავკასიელ ახალგაზრდებს შორის შეტაკება არ დაეშვათ. პოლიციის განცხადებით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ჯგუფები მანეჟის მოედანზე და „ალექსეევსკაიასა“ და „ვედეენხას“ მეტროსადგურებთან აპირებდნენ შეკრებას. მოსკოვში დაძაბულობა მაღალი რჩება მას შემდეგ, რაც ექსტრემისტებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის 11 დეკემბერს მომხდარ ჩხუბს ერთი ყირგიზი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG