Accessibility links

ეთნიკური დაპირისპირების აღკვეთის მიზნით მოსკოვში დაახლოებით 500 პირი დააკავეს


მოსკოვის პოლიცია აცხადებს, რომ დღის განმავლობაში დაახლოებით 500 პირი დააკავა, რათა რუს და კავკასიელ ახალგაზრდებს შორის შეტაკება არ დაეშვათ. პოლიციამ დანების და სხვა სახის იარაღის კონფისკაციაც მოახდინა. პოლიციის განცხადებით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ჯგუფები მანეჟის მოედანზე, ოსტანკინოს სატელევიზიო ანძის სიახლოვეს და „ალექსეევსკაიასა“ და „ვედეენხას“ მეტროსადგურებთან აპირებდნენ შეკრებას.ყველა ამ ადგილს დღეს პოლიცია გაძლიერებული ძალებით იცავდა. ოსტანკინოს სიახლოვეს თავყრილობის მოწყობის მცდელობა სწრაფად იქნა აღკვეთილი პოლიციის მიერ. გავრცელებული ცნობებით, დაკავებულთა უმრავლესობა თინეიჯერია. მოსკოვში დაძაბულობა მაღალი რჩება მას შემდეგ, რაც ექსტრემისტებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის 11 დეკემბერს მომხდარ ჩხუბს ერთი ყირგიზი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG