Accessibility links

logo-print

ბოლივიამ პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა


ბოლივიამ პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სცნო. ამით ამ ქვეყანამ ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის მაგალითს მიბაძა. განცხადების გაკეთებისას, ბოლივიის პრეზიდენტმა, ივო მორალესმა თქვა, რეგიონში „გენოციდი“ მოხდაო - და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, იკისროს პასუხისმგებლობა მის აღკვეთაზე. პარალელურად, პალესტინის ავტონომიამ სინანული გამოთქვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული რეზოლუციის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობისკენ ცალმხრივი ზომების გატარებას. რეზოლუცია ისრაელისა და პალესტინელების კონფლიქტის მოგვარების მიღწევას მოლაპარაკების გზით უჭერს მხარს.
XS
SM
MD
LG