Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნებია


ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ალექსანდრ ლუკაშენკა - რომელიც ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას უკვე 16 წელია მართავს - კიდევ ერთი, მეოთხე საპრეზიდენტო ვადისთვის იბრძვის. დასავლეთის ქვეყნები ლუკაშენკას ხელისუფლების არჩევნების გაყალბების, ოპონენტებსა და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის გზით შენარჩუნებაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ვარაუდით, ლუკაშენკა ამ არჩევნებშიც იოლად გაიმარჯვებს. მას კონკურენციას ცხრა ოპონენტი უწევს.
XS
SM
MD
LG