Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულსა და ავღანეთის ჩრდილოეთში მეამბოხეებმა შეტევები განახორციელეს


მეამბოხეებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულსა და ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში შეტევები განახორციელეს. ქაბულში ორი მეამბოხე დაესხა თავს ავტობუსს, რომლითაც ჯარისკაცები მგზავრობდნენ და 5 მათგანი იმსხვერპლა. ჩრდილოეთის ქალაქ კუნდუზში სულ მცირე 4 ავღანელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა სამი თვითმკლელი მოიერიშის შეტევას, რომელიც მათ სამხედრო გაწვევის ცენტრის შენობაზე მიიტანეს.
XS
SM
MD
LG