Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი ფხენიანს და სეულს კონფრონტაციის დასრულებისკენ მოუწოდებს


ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან იეჩიმ, სამხრეთ კორეას და ჩრდილოეთ კორეას მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდა, რათა ნახევარკუნძულზე ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა აღკვეთილ იქნეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანმა ეს მოწოდება თავის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრის დროს გამოთქვა. კერძოდ, იანმა ლავროვს უთხრა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე არსებული დაძაბულობა შეიძლება კონტროლს აღარ დაექვემდებაროს და მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ამ შეშფოთებას იზიარებს გაეროში რუსეთის ელჩი, ვიტალი ჩურკინიც. დღეს მოგვიანებით ფხენიანსა და სეულს შორის დაძაბულობის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭომაც უნდა იმსჯელოს. სეული უახლოეს დღეებში ერთ-ერთ სადავო კუნძულზე ხუთდღიანი სამხედრო წვრთნის ჩატარებას გეგმავს - ფხენიანის მუქარის მიუხედავად, რომ ამ წვრთნას უპასუხებს.
XS
SM
MD
LG