Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესმა მოხსნა სამხედრო სტრუქტურებში ჰომოსექსუალებისთვის დაწესებული აკრძალვა


აშშ-ის კონგრესში გამართული კენჭისყრის შედეგად, მთავრდება ჯარში ჰომოსექსუალთა ღიად სამსახურზე დაწესებული აკრძალვა. შაბათს სენატმა მხარი დაუჭირა 17 წლის განმავლობაში მოქმედი წესის - „ნუ შეეკითხები, ნუ იტყვის“ - დასრულებას. ინიციატივას უკვე მიღებული აქვს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თანხმობა. ახლა კანონპროექტი კანონად პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უნდა აქციოს - რომელიც აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის კანონპროექტზე ხელის მოწერას.“ნუ შეეკითხები, ნუ იტყვის“ თანახმად, აკრძალული იყო სამხედრო მოსამსახურისთვის მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ შეკითხვის დასმა - მაგრამ არც თვით სამხედრო მოსამსახურეს უნდა გაემხილა საჯაროდ თავისი ჰომოსექსუალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას არმიიდან დათხოვნა ემუქრებოდა.
XS
SM
MD
LG