Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭო კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილ ვითარებაზე მსჯელობს


გაეროს უშიშროების საბჭო დღეს სასწრაფო წესით მოწვეულ შეხვედრას მართავს, რათა კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის ზრდის საკითხზე იმსჯელოს. სხდომა რუსეთმა მოიწვია. დიპლომატების ცნობით, მოსკოვს სურს, რომ უშიშროების საბჭომ რეზოლუცია შეიმუშავოს, რომელიც ჩრდილოეთ კორეასაც და სამხრეთ კორეასაც მაქსიმალური თავშეკავების გამოვლენისკენ მოუწოდებს. პარალელურად, სამხრეთი კორეა კვლავ აცხადებს, რომ ჩაატარებს დაგეგმილ სამხედრო წვრთნას. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, წვრთნა ცუდი ამინდის გამოდარებისთანავე დაიწყება. წვრთნა იმ კუნძულზე უნდა გაიმართოს, რომელსაც ჩრდილოეთმა კორეამ გასულ თვეში ცეცხლი გაუხსნა და ოთხი ადამიანი იმსხვერპლა. ფხენიანი აცხადებს, რომ სამხედრო წვრთნის ჩატარება პროვოკაცია იქნება.
XS
SM
MD
LG