Accessibility links

ბაიდენი: აშშ ვიკილიკსის წინააღმდეგ კანონის ამოქმედებას გეგმავს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თანახმად, აშშ ცდილობს დაადგინოს, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ვიკილიკსმა მეტი დოკუმენტი აღარ გამოაქვეყნოს. ბაიდენმა ამაზე ტელეკომპანია NBC-ის გადაცემაში ისაუბრა. მისი შეფასებით, ვიკილიკსი უფრო „რთული ტექნოლოგიების მომხმარებელ, ტერორისტულ“ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე, მაგალითად, იმ ინდივიდების ტრადიციის გამგრძელებელს, რომლებმაც პენტაგონის დოკუმენტები გამოაქვეყნეს. საუბარია 1971 წლის ინციდენტზე, როცა პრესაში გაჟონა სამთავრობო გამოკვლევამ ვიეტნამში აშშ-ის ქმედებების შესახებ. ვიკილიკსის დამფუძნებელი, ჯულიან ასანჟი - რომელსაც კიდევ სექსუალურ დაძალებაში ედება ბრალი - მზარდი იურიდიული ზეწოლის ქვეშ არის. მედიაში გავრცელებული ცნობებით, აშშ ასანჟის წინააღმდეგ საქმეს ამზადებს. თავად ასანჟი ამას უარყოფს. ბაიდენმა ეს ცნობა არც უარჰყო და არც დაადასტურა.
XS
SM
MD
LG