Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: აშშ-ის და თურქეთის ურთიერთობა „როგორც არასდროს, ისე მნიშვნელოვანია“


აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობა დღეს „როგორც არასდროს, ისე მნიშვნელოვანია“, ირანთან მიმართებით პოზიციების სხვადასხვაობის მიუხედავად - ბარაკ ობამას ამ სიტყვებს მასთან ინტერვიუს ფორმით თურქეთში გამომავალი „ჰურიეთი“ ბეჭდავს. ობამა ამბობს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობას სარჩულად საერთო ინტერესები და ღირებულებები უდევს მაშინაც კი, როცა ისინი რაიმეზე ვერ თანხმდებიან. ობამამ „ჰურიეთს“ უთხრა, რომ ირანთან დაკავშირებით შექმნილი დაძაბულობის განმუხტვა დიპლომატიური გზით სურს - თუმცა დასძინა, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ ვერ შესძლო საერთაშორისო თანამეგობრობის დარწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG