Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში მიმდინარე მოვლენების გამო აღიძრა საქმე ”მასობრივი არეულობის” მუხლით


19 დეკემბერს მინსკის ცენტრში ოპოზიციის მიერ მოწყობილი აქციების გამო ბელორუსიაში აღიძრა საქმე ”მასობრივი არეულობის” მუხლით. ამის შესახებ დღეს ბელორუსიის შსს მინისტრმა ანატოლი კულეშოვმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მთავრობის სახლის წინ მილიციასა და ოპოზიციის მომხრეებს შორის დაპირისპირებისას 30-ზე მეტი მილიციელი დაშავდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ აქციის დაშლისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაიჭრა. ბელორუსიის მედიით გავრცელებული ცნობების თანახმად, დაკავებულია დაახლოებით 200 ადამიანი, მათ შორის, პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატები. ერთ-ერთი მათგანი - ვლადიმირ ნეკლიაევი კვირას მილიციელებთან დაპირისპირებისას დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
XS
SM
MD
LG